ირაკლი კობახიძე - ბატონ ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული კომუნიკაცია მაქვს, არსებითად ეს არის სატელეფონო საუბარი - ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს. აღნიშნულით კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ როდის და სად ნახა მან ბიძინა ივანიშვილი. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია.

„ბატონ ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული კომუნიკაცია მაქვს, არსებითად ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია, შესაბამისად, ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული. შესაბამისად, ყველაფერი აბსოლუტურად ნათელია. ჩვენი შიდა საქმეა, ჩვენ რაზე ვსაუბრობთ გუნდის შიგნით, რაზე საუბრობს მაგალითად, პარტიის საპატიო თავმჯდომარე პარტიის სხვა ლიდერებთან, ჩვენი შიდა სამზარეულო ჩვენი შიდა საქმეა. მერწმუნეთ, ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც პარტიის წესდებითაა გათვალისწინებული. ბატონი ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარეა, მთავარი პოლიტიკური მრჩეველია, სწორედ ამ რეჟიმში წარიმართება პოლიტიკური პროცესები ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს