ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი იძულებული იქნება, დიალოგი დაიწყოს, როდესაც იმ ტერიტორიებს დაკარგავს, რომელიც უკრაინაში 2022 წლის შემდეგ დაიპყრო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, როდესაც რუსეთი უკრაინის 2022 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიას დაკარგავს, ეს ვლადიმერ პუტინს დიალოგის დაწყებას აიძულებს.

"ჩვენ არ დაგვჭირდება ყველა ჩვენი ტერიტორიის დეოკუპაცია მხოლოდ ომის გზით. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც პუტინი დაკარგავს იმას, რაც 2022 წლის შემდეგ დაიპყრო, ის მთლიანად დაკარგავს იმ ქვეყნების ნდობასაც კი, რომლებიც ჯერ კიდევ ყოყმანობენ, დაუჭირონ თუ არა მხარი უკრაინას. ის ასევე დაკარგავს ძალაუფლებას თავის სახელმწიფოში. როგორც კი ეს მოხდება, ის მზად იქნება დიალოგისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში.

„და როცა ის მზად იქნება დიალოგისთვის, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პირობები უნდა იყოს ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მოლაპარაკებების დრო და ასევე ის, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში, მეორე თუ მესამე საკითხია. გარდა ამისა, ზელენსკი მიიჩნევს, რომ პუტინი იძულებული უნდა გახდეს, ყურადღება მიაქციოს თავისი სახელმწიფოს განვითარებას და არა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს.

"ამისთვის, ჩვენ გვჭირდება მისი დასუსტება. მისი შესუსტება საერთაშორისო დონეზე. როგორ? მისი ეკონომიურად იზოლირება სანქციებით", - განაცხადა ზელენსკიმ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს