ირაკლი კობახიძე - კორუფციასთან ბრძოლა მუდმივი საქმე და ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა - ზურაბ აზარაშვილი აქ არაფერ შუაშია, საუბარი მინისტრის პასუხისმგებლობაზე, მგონია, რომ აბსოლუტურად ზედმეტია

კონკრეტული სავარაუდო დანაშაული სუს-ის მხრიდან გაიხსნა და სადაც ეჭვი იყო დანაშაულთან დაკავშირებით, შესაბამისი პირების მიმართ დაიწყო სათანადო სამართლებრივი პროცედურები. ამის მიღმა დანარჩენი სპეკულაციაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ზურაბ აზარაშვილი არაფერ შუაშია“.

ზურაბ აზარაშვილი აქ არაფერ შუაშია. რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ეს არის მუდმივი საქმე. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც ჩვენ დავისახეთ ეს არის სწორედ კორუფციასთან ბრძოლა. ამაზე საგანგებო აქცენტები მე პირადად გავაკვეთე, როდესაც საპარლამენტო გამოსვლა მქონდა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ჩვენი ამბიციური მიზანი ის არის, რომ გვინდა ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, კორუფციასთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და მომავალშიც, ყველა უწყება, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმოქმედებს ამ მიზნის და ამოცანის შესაბამისად. სახელმწიფო უწყება ძალიან დიდი, მსხვილი სუბიექტია, სადაც ათი ათასობით ადამიანი მუშაობს, არ არსებობს ქვეყანა, სადაც არ არის კორუფციის შემთხვევები. ისეთი ქვეყნებიც კი, რომლებიც მოწინავეები არიან კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, როგორებიც არიან მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნები და ა.შ. იქაც კი აქვთ კორუფცია სხვადასხვა დონეზე. შესაბამისად, აქ საუბარი მინისტრის პასუხისმგებლობაზე, მგონია, რომ აბსოლუტურად [ზედმეტია]. კონკრეტული სავარაუდო დანაშაული სუს-ის მხრიდან გაიხსნა და სადაც ეჭვი იყო დანაშაულთან დაკავშირებით, შესაბამისი პირების მიმართ დაიწყო სათანადო სამართლებრივი პროცედურები. ამის მიღმა დანარჩენი სპეკულაციაა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო