ირაკლი კობახიძე - ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე მაღალი ეკონომიკური ზრდით აღინიშნა, ეს არის 9,5% და ჩვენ იმედი გაქვს, რომ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ

ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე მაღალი ეკონომიკური ზრდით აღინიშნა, ეს არის 9,5% და ჩვენ იმედი გაქვს, რომ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „საქსტატის“ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ-ის ზრდამ 9.5% შეადგინა.

როგორც პრემიერი განმარტავს, მთავრობის ერთ-ერთ გამოწვევად ისევ სიღარიბე რჩება, შესაბამისად, მათი მთავარი ამოცანა, ამ გამოწვევის მოგვარებაა.

„გარდა ამისა, მთელი რიგი ზომები იქნა მიღებული, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ეკონომიკური ზრდა, ეროვნულმა ბანკმა ამ კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, მათ შორის, რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის ტემპი, ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა 2021-2022-ში, შარშან გვქონდა 7,5%, ახლა თებერვალში 9,5% გვაქვს, საბოლოო ჯამში იმედი გაქვს, რომ წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელზე უკეთესი იქნება, ეს არის მთავარი იმისათვის, რომ ქვეყანამ ყველა მიმართულებით წინ წაიწიოს. ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი, თუნდაც საგარეო პოლიტიკური პოზიციები გაძლიერდეს, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სიღარიბეა, მოსახლეობის დაახლოებით, 15% ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, სწორედ ეკონომიკურ ზრდაზეა დამოკიდებული ამ მაჩვენებლის განულება, რაც ჩვენი ეროვნული ამოცანაა. დარწმუნებული ვარ, ამ წლის ბოლოს, იგივე სიღარიბის შემცირების კუთხით, ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, სერიოზული წინსვლა გვექნება“, - განაცხადა კობახიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე