ბსუ-ში დასაქმების ფრანკოფონული ცენტრი გაიხსნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტზე ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ორგანიზებით, დასაქმების ფრანკოფონული ცენტრი (CEF) გაიხსნა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, ცენტრი გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ბსუ-ს რექტორმა, მერაბ ხალვაშმა, AUF-ECO-ს რეგიონულმა დირექტორმა, მუჰამედ კეტატამ და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა, კამილ ნორამ.

„ბსუ მეორე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც დასაქმების ფრანკოფონული ცენტრი გაიხსნა. ცენტრის მიზანია ინტერნაციონალიზაციის ხარისხის გაზრდა, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის ფრანგულენოვანი სტუდენტებისთვის ტრენინგების ჩატარება, ახალგაზრდა კურსდამთავრებულთათვის კონფერენციების, სემინარების, ინტერვიუების ორგანიზება, სტუდენტების სამეწარმეო უნარების განვითარება, დასაქმების ხელშეწყობა და ახალგაზრდებს, მეწარმეებსა და დამსაქმებლებს შორის შეხვედრების ორგანიზება.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფრანკოფონიის კვირეულის დახურვის ცერემონია. ფრანკოფონიის ღონისძიებების - კონკურსის „Bonjour la France“, კონფერენციის, სპორტული შეჯიბრის, ლიტერატურული და მუსიკალური საღამოებისა და კარნავალის, გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და საჩუქრები.

ფრანკოფონიის კვირეული მსოფლიოს მასშტაბით იმართება და ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი ფრანკოფონიის დღეებს ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს.

ფრანკოფონიის კვირეული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ხორციელდება და მასში ჩართულია აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის კერძო და საჯარო სკოლები, აჭარის ფრანგული ენის პედაგოგთა ასოციაცია, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია