ირაკლი ნადირაძე - სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ინსტიტუტს წარმოადგენს და ჩვენ ერთადერთი, რასაც მისგან ვითხოვთ არის ის, რომ პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს

სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ინსტიტუტს წარმოადგენს და ჩვენ ერთადერთი, რასაც მისგან ვითხოვთ არის ის, რომ პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობა არსებულ პრობლემებზე არ საუბრობს, ამიტომ ცდილობენ, რომ სხვადასხვა თემით სპეკულაციებით დაკავდნენ.

„უმრავლესობას სალაპარაკო არ აქვს გაზრდილ ფასებზე, პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, საწვავზე, ემიგრაციაზე, შობადობის შემცირებაზე, საპენსიო სესხებზე, ამიტომ მუდმივად ცდილობენ, რომ სხვადასხვა თემით სპეკულაციებით დაკავდნენ. სალომე ზურაბიშვილი არის სალომე ზურაბიშვილი, იგი წარმოადგენს საპრეზიდენტო ინსტიტუტს, მას აქვს თავისი უფლებამოსილებები, თავისი კომპეტენციები და ჩვენ ერთადერთი, რასაც მისგან ვითხოვთ და მოვითხოვთ არის, რომ გაათავისუფლოს პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება