ირაკლი ნადირაძე - ჩვენს ემიგრანტებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს მათი ინტერესები და გახსნას დამატებით უბნები საზღვარგარეთ

ჩვენს ემიგრანტებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს მათი ინტერესები და გახსნას დამატებით უბნები საზღვარგარეთ, - განაცხადა თბილისის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.

ირაკლი ნადირაძის თქმით, ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ აირჩიონ ის, რაც სწორად მიაჩნიათ ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის.

„ფაქტია, რომ ჩვენს ემიგრანტებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. რომ არა ეს ადამიანები, უამრავი ოჯახი უბრალოდ შიმშილით მოკვდებოდა. შესაბამისად, წარმოუდგენელია, რომ ეს ადამიანები არ დააფასო და წარმოუდგენელია, რომ ამ ადამიანებს საარჩევნოდ არ ჰქონდეთ შესაძლებლობა მათმა ხმამაც გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედი. კანონითაც აქვს „ქართულ ოცნებას“ ამის ვალდებულება, რომ სადაც არის ჩვენი ემიგრანტების დიდი ნაწილი, გახსნას საარჩევნო უბნები, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს მათი ინტერესები. სხვადასხვა ქალაქში დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა არ უკავშირდება დიდ თანხებს. ჩვენს ემიგრანტებსაც უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ აირჩიონ ის, რაც სწორად მიაჩნიათ ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის კომენტარს "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს