ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციას - საქართველოს მოქალაქეები ისევე გამოგიტანენ განაჩენს 2024 წლის არჩევნებზე, როგორც ეს 2012 წლის არჩევნებზე მოხდა

მინდა მივულოცო ჩვენს ფეხბურთელებს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დაუღალავი შრომით მოგვიტანა ეს გამარჯვება. მინდა მივულოცო ჩვენს ქვეყანას, ჩვენ უკვე ევროპაში ვართ და ის პირობა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მივეცით, ფეხბურთში უკვე შევასრულეთ და რა თქმა უნდა, დანარჩენი მიმართულებებითაც შევასრულებთ, - ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

საკრებულოს სხდომაზე ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციური პარტიის დეპუტატებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსიც კი არ აქვთ.

„ჩვენი კოლეგები ხაბეიშვილის პარტიას გაექცნენ, ზოგი ნიკა მელიასთან წავიდა, ზოგი - ნიკა გვარამიასთან, საბოლოო ჯამში კი ნიკა მაჭუტაძესთან აღმოჩნდნენ. რამდენად არის ახალი ეს პოლიტიკური პარტია, ამასაც ძალიან მოკლედ მინდა შევეხო. მათი ოთხიანი თურმე დაუცხრომელი ენერგიის და წინსვლის სიმბოლოა; სუფთა და მოუსყიდავი ყოფილა ნიკა გვარამია, რომლის კრიმინალობა სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა. ნიკა მელია კი კეზერაშვილის ტელევიზიის პირდაპირი ეთერიდან გააგდეს. რა წარსული აქვს თითოეულს და რა მომავალი ექნებათ, ძალიან კარგად ვიცით.

თქვენ საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსიც კი არ გაქვთ. კეთილი ინებეთ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას თავი დაანებეთ და საკუთარ წარსულს გადახედეთ. ის წარსული, რომელიც თქვენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაკავშირებთ და გეგმა, რომელიც შეიმუშავეთ, დაიშალოთ და ისე გააგრძელოთ გეგმის შესრულება, არ გამოგივათ. ყველას გელოდებით არჩევნებზე და საქართველოს მოქალაქეები ისევე გამოგიტანენ განაჩენს 2024 წლის არჩევნებზე, როგორც ეს 2012 წლის არჩევნებზე მოხდა“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში