სერგო ჩიხლაძე დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ყოფილი თანამშრომლების დაკავებაზე -  რამის გადაფარვას ხომ არ ფიქრობთ ამ დაკავებებით?

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ყოფილი თანამშრომლების დაკავების საკითხს "სტრატეგია აღმაშენებლის" საგარეო მდივანი სერგო ჩიხლაძე ეხმიანება.

მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ჩიხლაძე ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა შესაბამის უწყებებს კითხვებით მიმართავს.

„კითხვა #1: აღნიშნულ პერიოდში (2020 წლის იანვრიდან 2023 წლის ზაფხულამდე) 2 წელზე მეტი ემთხვევა კოვიდის პერიოდს. კოვიდის პერიოდში კლინიკებს არანაირი დაინტერესება არ/ვერ ექნებოდათ გარიგებაში შესულიყვნენ ვინმესთან კლინიკების დატვირთვის მიზნით. პირიქით იყო ეს, პირიქით, ადგილები არ იყო კლინიკებში, ნემსი არ ჩავარდებოდა. ინტერესი, რომ ადგილები თავისუფალი მაქვს და მეტად დავიტვირთო არ იდგა საერთოდ. თუ ინტერესი არაა, გარიგება რაში იყო? კითხვა სახელმწიფო უწყებებს, ჯანდაცვის სამინისტროს, უშიშროებას და ა.შ.

კითხვა # 2: სასწრაფოების მიერ პაციენტების კლინიკებში გადანაწილების პროცესი ავტომატიზირებული არ არის? ალგორითმი არ არსებობს, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით ვინ რამდენ წუთში და სად მიიყვანოთ? თუ არ არსებობს, ეს არის ისევ და ისევ სახელმწიფოს დიდი ჩავარდნა. თუ არსებობს, 2, 5 ან 100 ექიმი ამას თვითნებურად გვერდს ვერ აუვლის, სისტემა არ მისცემს ამის საშუალებას. და თუ მაინც აუვლის, მაშინ მთელი სახელმწიფო აპარატი ეხმარება ამაში. აქაც კითხვა ჯანდაცვის სამინისტროს და არა ექიმებს.

კითხვა #3: აზარაშვილის დატოვებულ სკანდალზე რა ხდება? მთელი სახელმწიფო აპარატი თავისი შესყიდვებით, შემოწმებით, შემოტანით, გარანტიების გაცემით და ა. შ. რომ იყო ჩართული ონკოპაციენტების წამლებზე? ეს გამოიძიეთ? ამაზე რა ხდება? კითხვა უშიშროებას.

კითხვა #4: რამის გადაფარვას ხომ არ ფიქრობთ ამ დაკავებებით? კითხვა სამინისტროს და უშიშროების სამსახურებს.

და ბოლოს, კითხვა #5: რეგიონებში და სოფლად, ექიმების და ექთნების დიდი ნაწილი მიზერულ ხელფასებზე რომ არსებობენ ამაზე რა პოლიტიკა ან ხედვა გაქვთ? კითხვა ჯანდაცვის სამინისტროს", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება