დმიტრო კულება - რუსეთის სტრატეგიული მიზანია საერთაშორისო არენაზე საბჭოთა კავშირის აღდგენა - თუ უკრაინაში არ დამარცხდებიან, პუტინი თავისი წარმატებით იქნება შთაგონებული და ნატო-ს ქვეყნებში გაემართება

რუსეთის სტრატეგიული მიზანია საერთაშორისო არენაზე საბჭოთა კავშირის აღდგენა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ინდურ გამოცემა The Times of India-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„არ ვიცი როდის, მაგრამ რუსეთი ნამდვილად შეიძლება თავს დაესხას ნატო-ს ერთი პირობით. თუ დასკვნამდე მივა, რომ ნატო-ს პასუხი ადეკვატური არ იქნება. რუსეთი ალიანსის შიგნით უთანხმოებების გამოყენებას შეძლებს, რათა ნატო-ს მხრიდან მყისიერი და გამანადგურებელი პასუხი არ მიიღოს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ რუსეთის სტრატეგიული მიზანი უბრალოდ უკრაინის დაპყრობა არ არის - ეს არის საერთაშორისო არენაზე საბჭოთა კავშირის დიდების აღდგენა. პუტინმა თქვა კიდეც, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო”, - განაცხადა კულებამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი ცენტრალური აზიის ქვეყნების დამოუკიდებლობას არ ეთანხმება და მათ დღემდე ყოფილ პროვინციებად განიხილავს.

„ამდაგვარ, რუსეთის იმპერიალისტური პროექტის მომავალი უკრაინაზეა დამოკიდებული. როდესაც რუსეთი ამ ომს წააგებს, მას ახალი პოლიტიკური მოდელის მიღება მოუწევს, რომელიც იმპერიალისტურ ექსპანსიას არ მოიაზრებს. თუ რუსეთი უკრაინაში მარცხს არ განიცდის, მაშინ პუტინი თავისი წარმატებით იქნება შთაგონებული და ნატო-ს ქვეყნებში გაემართება”, - განაცხადა კულებამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე