მაკა ბოჭორიშვილმა კონფერენციაში - „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და პოლიტიკის შემუშავებაში" მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ კონფერენციაში „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და პოლიტიკის შემუშავებაში". ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, თემაზე: „ქალთა პერსპექტივა ევროინტეგრაციის შესახებ" მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ გაიხსნა.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უკეთ გამოყენების აუცილებლობაზე, ამ კონტექსტში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ბიზნეს კავშირების გაძლიერებაზე და პროცესში ქალების ჩართულობაზე.

კონფერენცია USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და „გაზელ ფაინანსის" (Gazelle Finance) ორგანიზებით, ასევე მეწარმე ქალთა ბიზნეს გაერთიანებების - „მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში" და ბიზნეს ფედერაცია „ქალები მომავლისთვის" თანამონაწილეობით გაიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს