მაკა ბოჭორიშვილმა კონფერენციაში - „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და პოლიტიკის შემუშავებაში" მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ კონფერენციაში „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და პოლიტიკის შემუშავებაში". ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, თემაზე: „ქალთა პერსპექტივა ევროინტეგრაციის შესახებ" მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ გაიხსნა.

„მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უკეთ გამოყენების აუცილებლობაზე, ამ კონტექსტში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ბიზნეს კავშირების გაძლიერებაზე და პროცესში ქალების ჩართულობაზე.

კონფერენცია USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და „გაზელ ფაინანსის" (Gazelle Finance) ორგანიზებით, ასევე მეწარმე ქალთა ბიზნეს გაერთიანებების - „მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში" და ბიზნეს ფედერაცია „ქალები მომავლისთვის" თანამონაწილეობით გაიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს