ანა ნაცვლიშვილი - თუ კორუფციას მართლა ებრძვიან, მაშინ ყოფილ პრემიერს ახლა ძალიან ბევრ კითხვას უნდა უსვამდნენ, რადგან მისი მრავალმილიონიანი სკანდალები არავის დავიწყებია

კორუფცია სათავიდან იწყება და ახლა თავის ისე მოჩვენება, რომ ირაკლი კობახიძე აქამდე მარსზე ცხოვრობდა, ახლა პოლიტიკური თანამდებობა შეიცვალა და ამიერიდან აპირებს კორუფციასთან ბრძოლას, ძალიან დიდი სიცრუეა, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა.

მისი განცხადებით, „ლელოს“ 1000 - ლარიანი პენსიის დაპირება რეალურია, რადგან ის პარტიის სწორი ნაბიჯების - კორუფციასთან ბრძოლისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შედეგი იქნება.

„ლელოს“ 1000 - ლარიანი პენსიის დაპირება ცალკე ამოგლეჯილი ინიციატივა არ არის, ეს ჩვენი სწორი ეკონომიკური და პოლიტიკური ნაბიჯების შედეგი იქნება. პირველ რიგში, ეს არის შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან და მეორე, უცხოური ინვესტიციის მოზიდვა.

კორუფცია სათავიდან იწყება და ახლა თავის ისე მოჩვენება, რომ ირაკლი კობახიძე აქამდე მარსზე ცხოვრობდა, ახლა პოლიტიკური თანამდებობა შეიცვალა და ამიერიდან აპირებს კორუფციასთან ბრძოლას, ძალიან დიდი სიცრუეა. მაშინაც, როცა კობახიძე პარლამენტში იყო, ევროკავშირმა მოგვცა გეგმა, როგორი კანონმდებლობა უნდა შეგვექმნა კორუფციის წინააღმდეგ, მაგრამ კობახიძეს ამისთვის არაფერი გაუკეთებია. თუ კორუფციას მართლა ებრძვიან, მაშინ ყოფილ პრემიერს ახლა ძალიან ბევრ კითხვას უნდა უსვამდნენ, რადგან მისი მრავალმილიონიანი სკანდალები არავის დავიწყებია.

ერთ-ერთი, რასაც „ლელო“ გააკეთებს, სწორედ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაა და ვერცერთი თანამდებობის პირი ვეღარ გაბედავს, კორუფციას გემო გაუსინჯოს. თუ ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნება, ეს მარტო მომავალ კორუფციას არ დააზღვევს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს