ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის რეპორტიორის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად მუშაობა გრძელდება

ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის რეპორტიორის, ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად მუშაობა გრძელდება.

„როგორც ევანის მშობლებს ვუთხარი, იმედს მეც არასდროს დავკარგავ. მისი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად ყოველდღიურ მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ამერიკელი რეპორტიორის დაკავება სრულიად უსამართლო და უკანონოა.

ცნობისთვის, ევან გერშკოვიჩი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობის ბრალდებით 2023 წლის 29 მარტს ეკატერინბურგში დააკავა. მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Wall Street Journal-ის რეპორტიორი წინასწარ პატიმრობაში 30 ივნისამდე დარჩება.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს