მიხეილ ყაველაშვილი -  ქომაგებს ვთხოვ, დორტმუნდში, სტადიონზე დავით ყიფიანის ბანერი გაშალონ, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ვისი შთამომავლები თამაშობენ დღეს ქართულ ფეხბურთში

18 ივნისს, დათო ყიფიანის დაბადების დღეა. დათო ყიფიანი არის ქართული ფეხბურთის რაინდი. თავისი ყველა თვისებით „ვეფხისტყაოსნიდან“ გადმოსულს ჰგავდა. დორტმუნდში, სტადიონზე, ქომაგებს მისი ბანერის გაშლას ვთხოვ, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ვისი შთამომავლები თამაშობენ დღეს ქართულ ფეხბურთში, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის" პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა გაიხსენა, თუ რა მძიმე პერიოდი გაიარა ქართულმა ფეხბურთმა და აღნიშნა, რომ სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი.

„ეს ადამიანები - ჩივაძე, ყიფიანი და ა.შ. იმ მძიმე, 90-იან წლებში იდგნენ ქართული ფეხბურთის სადარაჯოზე, როცა ფორმა არ გვქონდა და საშხაპეში წყალი მოწანწკარებდა. უელსს ისე ვეთამაშეთ, რომ თან ელექტროენერგია ითიშებოდა დროდადრო - გავარდებოდა ჩივაძე, ჩაართვევინებდა, დაბრუნდებოდა... ასეთი მძიმე პერიოდი გამოვიარეთ.

კახა კალაძის ძმა რომ გაიტაცეს, იტალიასთან თამაში გვქონდა. თვალცრემლიანი კახას კადრებიცაა. ყიფიანის გაზრდილები ვართ, ჩვენი იდეალი იყო და უცებ, დავინახე, რომ ის თითქოს, მოშვებული იყო, თამაშის წინ, მომზადებისას, გულს ვერაფერს უდებდა. ვკითხე, რა იყო ამის მიზეზი, რაზეც მიპასუხა, კახის ძმა რომ მოძებნონ, გამომძიებლებს მე ვუსხამ ბენზინსო. ფორმები არ გვქონდა და ძალიან მცირე დაფინანსება იყო სახელმწიფოსგან. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს როლს ფეხბურთის განვითარებაში. ასეთი დიდი გამარჯვებები მარტივად არ მოდის. მშვიდობა რომ არ იყოს, ეს შედეგი არ გვექნებოდა, რაც საქართველოს ნაკრებმა გვაჩვენა", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის