ნინო წილოსანი - ნიკა გვარამიამ უკვე მეორეჯერ იწვნია სილა სტრასბურგის სასამართლოსგან - მისი განაცხადის არმიღებით დადასტურდა, რომ  ნიკა გვარამიას პატიმრობას არანაირი პოლიტიკური საფუძვლები არ ჰქონდა

ნიკა გვარამიამ უკვე მეორეჯერ იწვნია სილა სტრასბურგის სასამართლოსგან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

წილოსანის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს უარით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გვარამიას პატიმრობას პოლიტიკური საფუძველი არ ჰქონდა.

„ნიკა გვარამიამ უკვე, ამ შემთხვევაში, მეორეჯერ იწვნია სილა სტრასბურგის სასამართლოსგან. პირველ შემთხვევაში იყო „რუსთავის 2“-ის საქმე, რომელზეც ზუსტად ასეთივე სპეკულაციები ვრცელდებოდა, სამწუხაროდ, ამ ყველაფერში ჩართული იყო საერთაშორისო პარტნიორების რაღაც ნაწილი. ამ შემთხვევაშიც, მან შეძლო და თავი წარმოადგინა, დააჯერა რიგითი ადამიანები და ჯგუფები, როგორც ქვეყნის შიგნით ისე, ქვეყნის გარეთ, რომ მის დაკავებას ჰქონდა პოლიტიკური საფუძვლები. თუმცა, სტრასბურგის სასამართლომ მისი განაცხადის არმიღებით, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობას არანაირი პოლიტიკური საფუძვლები არ ჰქონდა და ადამიანის უფლებათა დარღვევას არ ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

გარდა ამისა, მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რამდენად აქვთ შანსი პოლიტიკაში იყვნენ ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც სასამართლოს მიერ არიან გასამართლებულები.

„ვფიქრობ, რომ 2024 წლის არჩევნებზე ამომრჩეველი ყველაზე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალებს პოლიტიკაში კანონის მიხედვით აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ, თუმცა პოლიტიკა იმისთვის, რომ იყოს უფრო მაღალი ხარისხის და დაცლილი ამ კრიმინალისგან ამომრჩეველი თავად გააკეთებს ამ არჩევანს კრიმინალებს პოლიტიკაში დაედება და დაესმება წერტილი“, - განაცხადა წილოსანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება