ნინო წილოსანი - მიხეილ სააკაშვილის და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი კამპანია, თითქოს ემიგრანტებს არ ეძლევათ არჩევნებში ჩართვის შესაძლებლობა, არის ფაქსი და არ ემსახურება კონკრეტულ შედეგს

მიხეილ სააკაშვილის და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი კამპანია, თითქოს ემიგრანტებს არ ეძლევათ არჩევნებში ჩართვის შესაძლებლობა, არის ფარსი და არ ემსახურება კონკრეტულ შედეგს, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ 2024 წლისთვის დიასპორას არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.

წილოსანის თქმით, ბოლო დროს განვითარებულმა პროცესებმა საზოგადოებას კარგად დაანახა, რომ პრეზიდენტის მოწოდებები არაფრისმთქმელია.

„ის, რეალურად, თავისი გამონახვას ცდილობს მთელ ამ პოლიტიკურ შემადგენლობაში. სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი როლი გამოძებნა, რაც შეიძლებოდა რომ ენახა. ამ მოწოდებითაც ის, უბრალოდ, იმეორებს იმ კანონის ჩანაწერს და იმ პრაქტიკას, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს. რა თქმა უნდა, გაიხსნება უბნები, თუ არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ითვალისწინებდა კანონმდებლობა. საარჩევნო კანონმდებლობა არის დახვეწილი და შესაბამისობაშია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან“, - განაცხადა წილოსანმა.

მისი თქმით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოხატონ პოზიცია და გააკეთონ არჩევანი.

„ვპირდებით, რომ ამის ფარგლებში, როგორც აქამდე ისე მომავალში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საჭიროებები და ის უბრალოდ აჟიოტაჟის ატეხა და მიხეილ სააკაშვილის და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი კამპანია, თითქოს ემიგრანტებს არ ეძლევათ არჩევნებში ჩართვის შესაძლებლობა არის, უბრალოდ, ფარსი და არ ემსახურება კონკრეტულ შედეგს. კონკრეტულ შედეგს არჩევნებთან დაკავშირებით უზრუნველყოფს კანონი და ამ კანონის სწორად აღსრულება“, -განაცხადა წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის წარმომადგენლებთან დისტანციური შეხვედრები გამართა. გარდა ამისა, ზურაბიშვილი ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლებს შეხვდა. ის ორბელიანების სასახლეში მიწვეულ სტუმრებს საზღვარგარეთ მყოფი ქართული დიასპორისთვის 2024 წლის არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობის შესახებ ესაუბრა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ