ლაშა ფარულავა - სასამართლო ივანიშვილის ქარვასლაა - სასამართლო „კლანი“, შალვა თადუმაძე და ნინო ქადაგიძე  ივანიშვილის ჯგუფის ბიზნეს-კორუფციულ ინტერესებს ემსახურებიან და არა ქვეყანაში სამართლიანობას

სასამართლო კლანი, შალვა თადუმაძე და ნინო ქადაგიძე ემსახურებიან ივანიშვილის ჯგუფის ბიზნეს-კორუფციულ ინტერესებს და არა ქვეყანაში სამართლიანობას,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, „სასამართლო ივანიშვილის ქარვასლაა“.

„სასამართლო კლანი, შალვა თადუმაძე და ნინო ქადაგიძე, ქართულ სახელმწიფოში სამართლიანობას კი არ ემსახურებიან, არამედ ემსახურებიან ივანიშვილის ჯგუფის ბიზნეს-კორუფციულ ინტერესებსა და სქემებს. ამიტომ არ ვითარდება ეკონომიკა, არის მაღალი ფასები და ინფლაცია, გაჭირვების გამო ქართველები მიდიან ემიგრაციაში ღირსეული და მაღალ ანაზღაურებადი სამუშაოს საძებნელად. ეს არის ივანიშვილის ქარვასლა და არა სასამართლო, რაც შემოდგომის არჩევნებზე უნდა შევცვალოთ“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა