პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საჯარო ლექცია წაიკითხა.ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ქვეყანაში არსებული მმართველობის სისტემისა და პოლიტიკური პროცესების შესახებ ესაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა.

„საჯარო ლექციის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან და უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, KIU-ს კამპუსი დაათვალიერა, რომელიც 180 ჰექტარ ფართობზეა განლაგებული და კომფორტულ, სრულად აღჭურვილ საცხოვრებელ სივრცეს წარმოადგენს. უნივერსიტეტი მოიცავს თანამედროვე და უახლეს ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკებს, საერთო სამუშაო სივრცეებს, კაფეტერიებს, ინტერაქტიური სწავლის მართვის სისტემას და ინფრასტრუქტურას, რაც მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის სწავლა-სწავლებისა და კვლევის ჩატარებისთვის.

პრემიერი ასევე გაეცნო KIU-ს კამპუსზე ახალი აკადემიური შენობის მშენებლობის პროცესს, სადაც აუდიტორიები, ლაბორატორიები, ადმინისტრაციული ოფისები და საკონფერენციო დარბაზები განთავსდება.

პარალელურად მიმდინარეობს ქუთაისის ადრონული ცენტრის მშენებლობა. ცენტრში განთავსებული იქნება ორი პროტონული ამაჩქარებელი, ანუ ციკლოტრონი, რომლებიდანაც ერთი სრულად მოემსახურება სიმსივნური დაავადებების მკურნალობას, ხოლო მეორე - ბირთვული ფიზიკისა და მაღალი ენერგიების დარგში ფუნდამენტურ კვლევებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საქველმოქმედო მეგაპროექტი, რომელსაც აფინანსებს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ", საერთო ბიუჯეტით 1 მილიარდ ევრომდე. უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის.

KIU-ში, რომელმაც სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო, დღეისათვის 1200-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის