რაჟდენ კუპრაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია კანონის სრული დაცვით შემოწმდება - რაც შეეხება ე.წ. ჟურნალისტურ გამოძიებებს, ანტიკორუფციული ბიუროს მანდატში შედის მამხილებლის მანდატი, ნებისმიერ ინფორმაციას ვიღებთ და ვამუშავებთ

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია კანონის სრული დაცვით შემოწმდება.

როგორც კუპრაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის დეკლარაცია დადებითად შეფასდა.

"ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია 2022 წლის საანგარიშო პერიოდში დამოუკიდებელი კომისიის მოთხოვნის საფუძველზე შემოწმდა, დეტალურად იქნა შესწავლილი წარმოდგენილი ინფორმაცია და დეკლარაცია დადებითად შეფასდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის დეკლარაციას, რომელიც წარმოადგინა ახლახან, ეს არის 2023 წლის საანგარიშო პერიოდი, ასევე შესამოწმებელ პირთა სიაში დასახელებული არის და მიმდინარე წელს აღნიშნული დეკლარაცია კანონის სრული დაცვით შემოწმდება", - განაცხადა კუპრაშვილმა.

კითხვაზე, დაინტერესდა თუ არა ანტიკორუფციული ბიურო ირაკლი ღარიბაშვილის მიერ განხორციელებული ავიარეისების საკითხის შესწავლით, რაჟდენ კუპრაშვილმა განმარტა, რომ ანტიკორუფციული ბიურო ამ საკითხზე ჟურნალისტურ გამოძიებებსაც ეცნობა და ეს საკითხიც შემოწმდება.

"რაც შეეხება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციებს და ე.წ. ჟურნალისტურ გამოძიებებს, ანტიკორუფციული ბიუროს მანდატში შედის მამხილებლის მანდატი, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ინფორმაციას ვიღებთ და ვამუშავებთ, ნებისმიერი განცხადებული ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თვალყურს ვადევნებთ როგორც ჟურნალისტურ გამოძიებას, ისე შემოსულ განცხადებებს და ინფორმაცოებს. რაც შეეხება თავად ამ დეკლარაციის შინაარსს, ბატონი ღარიბაშვილის დეკლარაციაში წარმოდგენილი არის გარკვეული სახის ინფორმაცია, რომელიც მიმდინარე წელს შემოწმდება, მათ შორის თქვენს მიერ დასახელებულ ამ ნაწილშიც", - განაცხადა კუპრაშვილმა.

რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, ბიურო თავდაცვის ყოფილი მინისტრის ქონებრივ დეკლარაციასაც შეისწავლის. „ხაზგასმით უნდა ვთქვათ ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი რა არის -ანტიკორუფციული ბიურო ახორციელებს ქონებრივ დეკლარაციებს. ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძის დეკლარაცია 2022 წელს შემოწმებულია. ჩვენ ეს მანდატი გადმოგვეცა 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან, მანამდე საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებდა ამ საქმიანობას და დადებითად არის შეფასებული. რაც შეხება 2023 წლის საანგარიშო პერიოდს, ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძეც დასახელებული არის შესამოწმებელ პირთა სიაში და მიმდინარე წელს მის მიერ წარმოდგენილი დეკლარაცია შემოწმდება“, - განაცხადა კუპრაშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას, რაჟდენ კუპრაშვილის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის წარმოება გრძელდება.

„საქმის წარმოება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა ამ ანგარიშის შედეგებსაც იხილავთ, როდესაც წარმოება დასრულდება“,-განაცხადა კუპრაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის