გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე - პროკურატურა კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს და ამ გზაზე მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები გვაქვს

საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ბაკურ აბულაძემ, ანტიკორუფციული ბიუროს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია - "კორუფციის პრევენცია: ანტიკორუფციული რეფორმა საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკა" მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის დამსწრეების წინაშე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარდგნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს ოფისის დირექტორი სანდრა შენკე.

ბაკურ აბულაძემ დემოკრატიულ საზოგადოებაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კუთხით პროკურატურის განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი.

"პროკურატურა კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სისტემის ერთ-ერთ მთავარ სამართლებრივ ინსტრუმენტს წარმოადგენს, შესაბამისად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის ეფექტურობას ამ პროცესში. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა უწყების სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს. საქართველოს პროკურატურა კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს და ამ გზაზე მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები გვაქვს", - განაცხადა ბაკურ აბულაძემ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტური კომუნიკაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც კორუფციის დანაშაულის გამოვლენის და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში, ასევე პრევენციის მიმართულებით.

„კონფერენციაზე გამართული პანელური დისკუსიის ფარგლებში, კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში პროკურატურის როლის შესახებ ისაუბრა საქართველოს პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო სამმართველოს უფროსმა, გიორგი გოჩაშვილმა.

კონფერენციას ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, მოსამართლეები, აკადემიური წრეების, ბიზნეს სექტორისა და საჯარო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო