იესო ქრისტეს აღდგომას ზეიმობენ საქართველოს სომეხი მოქალაქეები

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას იესო ქრისტეს აღდგომას ულოცავს.

როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში განმარტავენ, დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო ლიტურგიას დღეს, თბილისის სურბ ეჩმიაძინის ტაძარში, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსი, კირაკოს დავთიანი უძღვებოდა.

„სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს აღდგომას ზეიმობს. მაცხოვრის აღდგომა ქრისტიანთათვის ყველაზე დიდი იმედისა და სიხარულის მომტანი დღეა.

დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო ლიტურგიას დღეს, თბილისის სურბ ეჩმიაძინის ტაძარში, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსი, კირაკოს დავთიანი უძღვებოდა.

საზეიმო მსახურებაზე იმყოფებოდნენ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და ყოფილი პარლამენტარი ვან ბაიბურთი.

საზეიმო წირვას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე და იურისტი ალექსანდრე შეყილაძე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება