თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 51 პირი დააკავეს

თურქეთის სპეცსამსახურებმა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 51 ადამიანი დააკავეს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი ერლიკაია სოციალურ ქსელში წერს.

მინისტრის თქმით, ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაციები თურქეთის 21 პროვინციაში ჩატარდა.

ოპერაციაში მონაწილეობდნენ პროვინციების პოლიციის დეპარტამენტები და კოორდინაციას უწევდნენ პროკურატურა, უსაფრთხოების სამსახურის მთავარი დეპარტამენტი, დაზვერვის დეპარტამენტი და ანტიტერორისტული დეპარტამენტი.

დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ყველაზე მეტი, 10 პირი ანკარის პროვინციაში დააკავეს.

მინისტრის ინფორმაციით, ოპერაციების დროს დიდი რაოდენობით დოკუმენტაცია და ციფრული მასალა ამოიღეს.

შეგახსენებთ, სამშაბათს თურქმა სამართალდამცავებმა ჯიჰადისტურ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 147 ადამიანი დააკავეს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს