ირაკლი ღარიბაშვილი - მურუსიძე და ჩინჩალაძე იყვნენ სისტემის მსხვერპლი, მას შემდეგ ამ ადამიანებმა სრული დამოუკიდებლობა აჩვენეს - 300 მოსამართლეს ვერ მოერევა ვიღაც NGO, ეს ადამიანები საკუთარ ბედს თავად გადაწყვეტენ

რას ერჩით მურუსიძეს? - ეს არის ჩვეულებრივი კამპანია, „კლანი“, ამას როგორც არქმევდნენ, რომ ამა თუ იმ „კლანის“ წარმომადგენელი იყო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ ჩინჩალაძეს და ლევან მურუსიძეს მთელმა მოსამართლეთა კორპუსმა დაუჭირა მხარი და მათ შემდეგ სრული დამოუკიდებლობა აჩვენეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მოსამართლეები - მურუსიძე და ჩინჩალაძე იყვნენ სისტემის მსხვერპლი, რადგან 2012 წლამდე “მახინჯი სისტემა“ სასამართლოს ჩაგრავდა.

„ერთი რამ დაიმახსოვრეთ, ეს მახინჯი სისტემა იყო, რომლის შემადგენელი ნაწილი ხართ, თქვენი ტელევიზია იყო და არის მათი კუთვნილება. ეს მახინჯი, მჩაგვრელი სისტემა ჩაგრავდა როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურას, პოლიციას და ასე შემდეგ. მთელი ეს ინსტიტუტები პრაქტიკულად გაუქმებული იყო. ბატონი მურუსიძე და ბატონი ჩინჩალაძე ახსენეთ, მაშინ ვინ შეეკითხებოდა ამ ადამიანებს. იყო საშინელი ზეწოლა ამ ადამიანებზე, ესენი იყვნენ სისტემის მსხვერპლი. უფრო მეტსაც გეტყვით, მას შემდეგ ამ ადამიანებმა სრული დამოუკიდებლობა აჩვენეს. მთელმა მოსამართლეთა დიდმა კორპუსმა, 300-მა მოსამართლემ აირჩია ეს ადამიანი. მათ თავად გადაწყვიტეს, ჩვენ არავითარი მონაწილეობა არ მიგვიღია ამ პროცესში. თქვენი ფავორიტი NGO-ები ემსახურებიან არა ქართულ, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებს. მაშინდელი არასამთავრობოები პირდაპირ, დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ხელისუფლება სასამართლოს საქმიანობაში არ ჩარეულიყო. მახსოვს, აირჩიეს ბატონი მურუსიძე, თუ არ ვცდები ქალბატონმა გიგაურმა (ეკა გიგაური) შეხვედრაც კი გამართა მასთან და ზარ ზეიმით აღნიშნა ეს პროცესი. რატომ? მათი მოლოდინი იყო, რომ სასამართლო თავისუფალი არ გახდებოდა. საბედნიეროდ, მოსამართლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაიჭირა სწორი, სახელმწიფოებრივი პატრიოტული პოზიცია. მათ მადლობა მინდა გადავუხადო და გვერდში დგომა მინდა აღვუთქვა თითოეულ მოსამართლეს, როგორც რიგითმა მოქალაქემ და არა როგორც პარტიის წარმომადგენელმა ამ სწორი, სახელმწიფოებრივო, პატრიოტული პოზიციისთვის. 300 მოსამართლეს ვერ მოერევა ვიღაც NGO, ეს ადამიანები საკუთარ ბედს თავად გადაწყვეტენ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი