ირაკლი ღარიბაშვილი - ამაყი ერი ვართ, უნდა შევძლოთ ჩვენი ინტერესების დაცვა - ამერიკაში გამოაცხადეს დღევანდელი დღე ტრანსგენდერის დღედ, კატასტროფა ხდება: სკოლებში, ბაღებში მიჰყავთ ტრანსგენდერები, ბავშვებს ეუბნებიან, რომ შეუძლიათ სქესი შეიცვალონ, მოგწონთ ეს?

პატარა, თავმოყვარე, ძლიერი, ამაყი ერი ვართ. უნდა შევძლოთ ჩვენი ინტერესების დაცვა - ამერიკაში გამოაცხადეს დღევანდელი დღე ტრანსგენდერის დღედ, კატასტროფა ხდება: სკოლებში, ბაღებში მიჰყავთ ტრანსგენდერები, ბავშვებს ეუბნებიან, რომ შეუძლიათ სქესი შეიცვალონ, მოგწონთ ეს? , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ მოხდეს საკითხის დარეგულირება და თემის დახურვა საზოგადოებაში.

„ლგბტ პროპაგანდა დღეს პრობლემაა, მეგობრებო. შეიძლება, ვიღაცამ მკითხოს, ჩვენ ქვეყანაში არ ხდება. რატომ არ ხდება? ყველგან ხდება. დღეს არ ხდება, ხვალ შეიძლება მოხდეს.

10 წლის წინ, გუნდმა ერთი მხრივ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, მეორე მხრივ წარვადგინეთ ინიციატივა, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილიყო ქორწინების დეფინიცია.

ვინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, მთელს ევროპაში მოეფინებოდა, თითქმის ორგანიზებულად მიიღეს ერთსქესიანი ქორწინება. მაშინ არ იყო ეს აქტუალური. მახსოვს, მაშინ გამოვიდნენ და თქვეს, რა საჭიროა ქორწინების განსაზღვრა, ისედაც გარკვეულია. არ არის გარკვეული, არაფერია გარკვეული. დღეს რაღაც რომ არის გარკვეული, ხვალ შესაძლოა შეიცვალოს. საჭიროა, ჩვენი ინტერესების დაცვა. ნუ გერიდებათ, ამაზე საუბარი.

პატარა, თავმოყვარე, ძლიერი, ამაყი ერი ვართ. უნდა შევძლოთ ჩვენი ინტერესების დაცვა. ჩვენი ინტერესის დაცვა არის შემდეგი: ლგბტ პროპაგანდა არის ზღვარგადასული. სამწუხაროა, თუ არ ვცდებით, ამერიკაში გამოაცხადეს დღევანდელი დღე ტრანსგენდერის დღედ. კატასტროფა ხდება, სკოლებში, ბაღებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან ბავშვებს, რომ შეუძლიათ სქესი შეიცვალონ. თქვენ მოგწონთ ეს? გვარამიას ჰკითხეთ, მოსწონს ეს ტრანსგენდერის შესახებ კამპანია? ამიტომ, აუცილებელია, რომ მოხდეს ამ საკითხის დარეგულირება. ეს თემა უნდა დაიხუროს საზოგადოებაში. ეს არის საფრთხის შემცველი ჩვენი მომავალი თაობების. ჩვენ ვართ ხელისუფლება, მაგრამ უნდა დავაზღვიოთ გარკვეული რისკები“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე