ირაკლი ღარიბაშვილი - ხაზარაძე არის გასამართლებული, კრიმინალი, დამნაშავე და თაღლითი - სააკაშვილის პირადი ბანკირი და „რეკეტიორი“ იყო

ვინ არის „ლელო“, მგონი, საზოგადოებამ კარგად იცის, ხაზარაძე არის გასამართლებული, კრიმინალი, დამნაშავე და თაღლითი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, მამუკა ხაზარაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ბანკირი და „რეკეტიორი“ იყო“.

“ხაზარაძეს თაღლითობა დაუმტკიცდა, მან გაძარცვა საკუთარი ბანკი, გაძარცვა ინვესტორები, მოატყუა და ეს ყველაფერი არის დამტკიცებული სასამართლოს მიერ. თუ არ ეთანხმებოდა სასამართლოს, რატომ არ წავიდა და არ ედავა? მაგრამ ედავება სახელმწიფოს მილიარდ 500 მლნ დოლარს, გესმით თქვენ რა ხდება? ხაზარაძე ედავება ჩვენს სახელმწიფოს და მოქალაქეებს მილიარდ ნახევარ დოლარს. რაში? იმაში, რომ ანაკლიის პორტი ვერ ააშენა. ადამიანს 6 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ აეშენებინა, რაღაც გაეკეთებინა, გადააგდო ინვესტორები, მათი ფული გამოიყენა, თვითონ 3 მლნ აქვს დახარჯული მას და მის პარტნიორ ჯაფარიძეს. აი, ეს არის ხაზარაძე. ვინ იყო სააკაშვილის დროს ხაზარაძე, კარგად მოგეხსენებათ. ძალიან ბევრია ადამიანი იყო ამ თაღლითური სქემების მსხვერპლი. ხაზარაძესთან ხდებოდა ბიზნესმენების გადაფორმება და წართმევა. მას მე ერთხელ „მაროდიორი“ ვუწოდე. „მაროდიორობა“ არის აბა რა, როცა გაჭირვებაში მყოფ ბიზნესმენს ბიზნესს წაართმევ და გადაიფორმებ. ხაზარაძე სააკაშვილის პირადი ბანკირი და „რეკეტიორი“ იყო. საზოგადოებას მინდა მივმართო, ნახეთ ვინ ჰყავს დღეს ხაზარაძეს, გაიარეთ მისი სია, ან არის „ნაცი“ ან ყოფილი „ნაცი“. ყველა არის ერთი ხალხი, მანდ არაფერი ახალი არ ხდება. „ლელოს“ ტაქტიკაც იგივეა, თითქოს „ნაცები“ არიან, მაგრამ შეხედეთ როგორ არის დაკომპლექტებული. თავიდან ბოლომდე არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, საინტერესო არ არის ხაზარაძის ნებისმიერი განცხადება თუ კამპანია“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის