რომის პაპი - მშვიდობა არასოდეს მიიღწევა იარაღით

რომის პაპმა ფრანცისკემ სააღდგომო მიმართვის დროს უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ტყვეების გაცვლა და ასევე, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა.

"მშვიდობა არასოდეს მიიღწევა იარაღით, ის მიიღწევა გაშლილი ხელებითა და ღია გულით", - აღნიშნა რომის პაპმა.

მისი თქმით, ფიქრობს უკრაინასა და ღაზის სექტორის მოსახლეობაზე და ყველაზე, ვინც ომის წინაშეა. განსაკუთრებით იმ ბავშვებზე, რომლებსაც, მისი თქმით, დაავიწყდათ ღიმილი.

„საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის მოწოდებისას გამოვთქვამ იმედს რუსეთსა და უკრაინას შორის ყველა პატიმრის საერთო გაცვლის შესახებ: ყველა ყველასთვის“, - აღნიშნა რომის პაპმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება