მამუკა მდინარაძე - გვარწმუნებენ, მილიონებს მიზნობრიობის გარეშე გვაძლევენო, ღიად ადასტურებენ, რომ საქართველოს ყიდიან, მაგრამ ქვეყანა და ხალხი არ დაუშვებს ამას

საოცარი ინფორმაცია ვრცელდება. უკვე იმაში გვარწმუნებენ, მილიონებს მიზნობრიობის გარეშე გვაძლევენო, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძე გრანტთან დაკავშირებით პარტია “ახალის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება.

მდინარაძის თქმით, უკვე ღიად დასტურდება, რომ აღნიშნული პირები საკუთარ ქვეყანას ყიდიან, რასაც ხალხი არ დაუშვებს.

“საოცარი ინფორმაციები ვრცელდება. უკვე იმაში გვარწმუნებენ, მილიონებს მიზნობრიობის გარეშე გვაძლევენო… უკვე ღიად ადასტურებენ, რომ საკუთარ ქვეყანას, საქართველოს ყიდიან, მაგრამ თავად ქვეყანა და ხალხი არ დაუშვებს ამას! სამშობლო არ იყიდება!”, - წერს მამუკა მდინარაძე.

ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელმა და პარტია „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამია „რუსთავი2“-თან განაცხადა, რომ „მთავარი არხისთვის“დამტკიცებულ გრანტს არაფერი აქვს საერთო ლგბტ პროპაგანდასთან.

„პროპაგანდისთვის ჯერ გრანტი საერთოდ გაგიგიათ? მეორე - არანაირი კავშირი ლგბტ თემასთანაც კი არ აქვს ამ გრანტს, ეს გრანტი არის მიზნობრიობის გარეშე, მედიამხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა გვარამიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!