ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი არის გლობალური მნიშვნელობის - არავინ უნდა გადგეს განზე

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს გლობალური მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.

„ეს არის გლობალური მნიშვნელობის ომი. ეს არის ომი ჩვენი სახელმწიფოს არსებობის, ისევე როგორც ყველას სიცოცხლის უფლებისთვის. ეს არის ომი ჩვენი ხალხის ღირსებისთვის. ეს არის ომი იმისთვის, რომ სხვამ არ გაბედოს სხვების მიმართ გახდეს მხეცი. ჩვენი ხალხის ცხედრები, რომლებიც ბუჩას ქუჩებში იპოვეს, არის დემონსტრირება იმის, რომ მსოფლიოში არავინ უნდა გადგეს ამ ბრძოლისგან განზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუჩაში დროებითი ოკუპაციის დროს რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული უკრაინელების ხსოვნას პატივი მიაგო.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა