გიორგი ვაშაძე - დღეს პირველი პრობლემა უმუშევრობასთან ერთად, დაბალი ხელფასებია - მინდა მივმართო ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს - რატომ ხდება, რომ თქვენ მდიდრდებით და ხალხი ღარიბდება?

დღეს საქართველოში N1 პრობლემა უმუშევრობასთან ერთად, დაბალი ხელფასებია - მინდა მივმართო ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს - გაგვეცით პასუხი, რატომ ხდება, რომ თქვენ მდიდრდებით და ხალხი ღარიბდება? - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი უმუშევარია.

“დღეს საქართველოში N1 პრობლემა უმუშევრობასთან ერთად, დაბალი ხელფასებია. დაბალი ხელფასი = უმუშევრობას. მინდა კონკრეტული მონაცემები წარმოგიდგინოთ. ოფიციალური მონაცემებით, 261 700 უმუშევარი ადამიანია, ამ რიცხვს უნდა დავამატოთ 300 ლარამდე ხელფასის რაოდენობა - 63 653. 300-იდან 600 ლარამდე ხელფასზე საქართველოში მუშაობს 97 246 ადამიანი. ხოლო, 600-იდან 900 ლარამდე დასაქმებულია 117 012 ადამიანი. ყველა ეს მონაცემი ფაქტობრივად, უდრის უმუშევრობას. ფაქტობრივად, საქართველოში 539 611 უმუშევარი ადამიანია. წარმოიდგინეთ, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, ფაქტობრივად, უმუშევარია. სწორედ ამიტომაა, რომ 800 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე ემიგრაციაში წავიდა. გაზრდილი ფასების პირობებში ეს ხელფასი რომ არაფერია და არაფერს ყოფნის, ფაქტია. შესაბამისად, ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს მინდა დავუსვა კითხვა - თქვენ ამ ადამიანებს დასაქმებულებს რომ არქმევთ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ ასეთი დაბალი შემოსავალი, თქვენს ოჯახებს არჩენდით ამ ხელფასებით? საკმარისი იქნებოდა? მთავარი კითხვაა - რატომ ხდება ეს უსამართლობა? ბატონი ღარიბაშვილი ძალიან ცინიკურად ესაუბრება ემიგრანტებს. გუშინ ამ ადამიანმა ემიგრანტებს უთხრა - “მერედა თუ არჩევნებში მონაწილეობა უნდათ, საქართველოში ჩამოვიდნენ”. გეგონება ეს ხალხი დალხენილი ცხოვრების გამო ან დასასვენებლად წავიდა უცხოეთში ისე ესაუბრებიან. 12 წელია ხელისუფლებაში ხართ და რა გააკეთეთ ამ ქვეყნისთვის? იმისთვის, რომ ემიგრაციაში არ წასულიყო ხალხი? იმისთვის, რომ ევროპული და ამერიკული ინვესტიციები მოგეზიდათ, რათა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შექმნილიყო?

მინდა მივმართო ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს - გაგვეცით პასუხი, რატომ ხდება, რომ თქვენ მდიდრდებით, ხალხი ღარიბდება?" - განაცხადა ვაშაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია