რატი იონათამიშვილი - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ისტორიულ მაქსიმუმეა, ხოლო ოპოზიციის - ისტორიულ მინიმუმზე! - მმართველ გუნდს მხარს ამომრჩეველთა 60% უჭერს, ხოლო ოპოზიციას ჯამში 17% აქვს

"ქართული ოცნების" მხარდაჭერა ისტორიულ მაქსიმუმზეა, ხოლო ოპოზიციის - ისტორიულ მინიმუმზეა! მმართველ გუნდს მხარს ამომრჩეველთა 60% უჭერს, ხოლო ოპოზიციას ჯამში 17% აქვს, 5%-იანი ბარიერის გადალახვის რისკი მათ შორის უკვე "ნაცმოძრაობას" გააჩნია, - ასე პასუხობს უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი ოპოზიციას, რომლის შეფასებით, "ქართული ოცნება" საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ასარჩევად დაწესებულ ბარიერს დაბალი საარჩევნო რეიტინგის გამო აუქმებს.

იონათამიშვილის თქმით, "თუ ერთპროცენტიანი ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, რომ "ქართულ ოცნებას" რეიტინგი არა აქვს, ეს მით უარესია მათთვის".

"მთავარი საკითხია საკრებულოების ეფექტური მუშაობა, რათა არჩევნების პერიოდში წყვეტა მაქსიმალურად შემჭიდროებული იყო. თუ პრაქტიკასაც გადავხედავთ, მეორე ტურში შედეგები არასდროს შეცვლილა, პირიქით, ყოველთვის პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი იმყარებდა საკუთარ საკუთარ პოზიციებს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

"ქართული ოცნება" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს - პარლამენტში განსახილველად წარდგენილია პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

"საარჩევნო კოდექსის" ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური ინიშნება. “ქართული ოცნების“ პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის