დავით მათიკაშვილი - მოსამართლეების სანქცირება, რომელიც იყო სრულიად უსამართლო და დეზინფორმაციაზე დამყარებული, უნდა გაუქმდეს - ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ პოლიტიკური მიკერძოებულობის კუთხით, აშშ-ც კი ჩამორჩება საქართველოს სასამართლო სისტემას

[მოსამართლეების] სანქცირება, რომელიც იყო სრულიად უსამართლო და დეზინფორმაციაზე დამყარებული, რა თქმა უნდა, უნდა გაუქმდეს - ჩვენ ჩვენი პარტნიორებისგან ველოდებით სამართლიან მიდგომებს, იმიტომ, რომ სხვანაირად ვერც წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება არსებობდეს პარტნიორობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც უმრავლესობის დეპუტატი აღნიშნავს, კეთილსინდისიერების კუთხით საქართველოს სასამართლოს ძალიან მაღალი პოზიცია აქვს და "ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ პოლიტიკური მიკერძოებულობის კუთხით, შეერთებული შტატებიც კი ჩამორჩება საქართველოს სასამართლო სისტემას".

"ნიკა გვარამიას საქმეზე, ნიკანორ მელიას საქმეზე, ასევე "რუსთავი2"-ის საქმეზე იყო ზღვა ბულინგი, ტალახის სროლა კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ აბსოლუტურად უწესო მოქცევა და როდესაც აბსოლუტურად სხვა შედეგი დგება, რომ თურმე არსად არაფერი პრობლემა არ არის, სამართლიანად მოხდა მათი საქმეების განხილვა, არავინ არც ჩვენი პარტნიორებიდან და არც რადიკალური ოპოზიციიდან არ გამოდის, სიტყვას არ ამბობს და ბოდიშს არ იხდის. ამიტომ ეს სანქცირება, რომელიც იყო სრულიად უსამართლო და დეზინფორმაციაზე დამყარებული, რა თქმა უნდა, უნდა გაუქმეს და ჩვენ ჩვენი პარტნიორებისგან ველოდებით სამართლიან მიდგომებს, იმიტომ რომ სხვანაირად ვერც წარმოგვიდგენია როგორ შეიძლება არსებობდეს პარტნიორობა," - განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, "რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების მხრიდან სწორედ იმ მოცემულობაზე ხდება დარტყმა, სადაც საქართველო მაქსიმალურ წარმატებას აღწევს".

"საქართველოში არის ერთადერთი "კლანი". ეს არის NGO-ების გაერთიანება, რომელთაც აქვთ მიზანი ქვეყნის წინსვლას, პროგრესულ განვითარებას, რაიმე სახით ხელი შეუშალონ. ამ NGO-ების "კლანს" ეხმარებიან კონკრეტულ პირი მოსამართლეები, რომლებიც თურმე, ევროპული ქვეყნების დედაქალაქებშიც უტარებიათ თურმე მადლობის ნიშნად," - განაცხადა მათიკაშვილმა.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა