ანრი ოხანაშვილი - აღსაშფოთებელია ის, რომ ხდება მოწოდება, ბაღებსა და სკოლებში ასწავლონ, რას ნიშნავს გენდერი, ასწავლონ ის, რომ ბავშვი თუ ბიჭად ან გოგოდ დაიბადა, ეს სულაც არ ნიშნავს ამას - ამის პროპაგანდაზე სერიოზული თანხა იხარჯება და შემოდის გრანტები

თუკი რამეა აღსაშფოთებელი, აღსაშფოთებელია ის, რომ ბაღებსა და სკოლებში ხდება მოწოდება, არასრულწლოვანებს ასწავლონ თუ რას ნიშნავს გენდერი, ასწავლონ ის, რომ ბავშვი თუ ბიჭად ან გოგოდ დაიბადა, ეს სულაც არ ნიშნავს ამას - ამის პროპაგანდაზე სერიოზული თანხა იხარჯება და შემოდის გრანტები, - აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილი იმასაც ამბობს, რომ განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებები დაცული იქნება.

"აღსაშფოთებელია სწორედ ის, რომ შემოდის იდეოლოგია, რომ ბავშვებს ბაღისა და სკოლის ასაკიდან უნდა ვუთხრათ, რომ სრულებით არაფერს ნიშნავს თუ ბიჭად ან გოგოდ დაიბადნენ და იმაზე იფიქრონ, რომ შეიძლება სხვანაირები იყვნენ და ეს არის ნორმალური.

როდესაც ამის პროპაგანდირება ხდება, ამაში სერიოზული თანხა იხარჯება და შემოდის გრანტები, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისთვის ასეთი პროპაგანდის წახალისება მიუღებელია.

ჩვენ ამის პრევენციას ვახდენთ. რაც შეეხება ცხოვრების განსხვავებული წესს, ეს ნებისმიერი პირის არჩევანია. ვინმეს განსხვავებული ცხოვრების შეფასება ჩვენი ინტერესი არ არის, მით უფრო ვინმეს განსხვავებული ცხოვრების სტიგმატიზება.

განსხვავებული ცხოვრების მქონე პირების უფლებები ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც სხვა ნებისმიერი პირის. მათი კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებები დაცული იქნება. დისკრიმინაცია დაუშვებელია.

რაც შეეხება განსხვავებული ცხოვრების წესის პროპაგანდას, ჩვენთვის ეს მიუღებელია", - განაცხადა ოხანაშვილმა.

უმრავლესობამ კონსტიტუციური კანონის პროექტი “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მოამზადა. პროექტი რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

კონსტიტუციური კანონის პროექტი პარლამენტში ჯერ არ დარეგისტრირებულა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე