პაატა მანჯგალაძე - როდის გახდა მამამისი მილიონერი? ღარიბაშვილი, რომელიც ცალ-ცალი ფეხსაცმლით მოვიდა ხელისუფლებაში, როგორ არის მილიონერი?

ადამიანურადაც სამწუხაროა და ქვეყნისთვის კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ეს ყველაფერი - მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის ადამიანი [ირაკლი ღარიბაშვილი], რომელიც მოწყვეტილია რეალობას. საერთოდ არ იცნობს ხალხის საჭიროებებს და ლაპარაკობს მილიონერ მამაზე - როდის გახდა მამამისი მილიონერი? ღარიბაშვილი, რომელიც ცალ-ცალი ფეხსაცმლით მოვიდა {ხელისუფლებაში}, როგორ არის მილიონერი? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „კეთილსინდისიერებასთან ღარიბაშვილს და „ქართულ ოცნებას” არავითარი საერთო არ აქვს“.

„ადამიანურადაც სამწუხაროა და ქვეყნისთვის კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ეს ყველაფერი - მმართველო პარტიის თავმჯდომარე არის ადამიანი, რომელიც მოწყვეტილია რეალობას. საერთოდ არ იცნობს ხალხის საჭიროებებს და ლაპარაკობს მილიონერ მამაზე, როცა ხელისუფლებაში მოსვლის დროს პირდაპირ თქვა, რომ ძალიან მძიმე პირობებში უწევდა მუშაობა, სტუდენტობა, არანაირი შემოსავალი ოჯახიდან არ ჰქონია და ახლა ამბობს, რომ მამამისი არის მილიონერი. როდის გახდა მამამისი მილიონერი? მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე რომ ვლაპარაკობთ, მოდით, „ქართული ოცნებით“, ღარიბაშვილით დავიწყოთ და აღმოჩნდება, რომ კეთილსინდისიერებასთან არავითარი საერთო ღარიბაშვილს და “ქართულ ოცნებას” არ აქვს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გარდა ამ თემისა, ჟურნალისტის კითხვაზე, რას უნდა ემსახურებოდეს ამერიკის საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორის მხრიდან, დაბადების დღის აღნიშვნის მოტივით, სამი მოსამართლის იტალიაში წაყვანა, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ „რომ არა ამერიკა, ვიქნებოდით რუსეთის გუბერნია”.

„ჩემთვის პრობლემაა, ღარიბაშვილი რომელიც ცალ-ცალი ფეხსაცმლით მოვიდა [ხელისუფლებაში], როგორ არის მილიონერი? ამერიკა არის ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტია. რომ არა ამერიკა, ვიქნებოდით რუსეთის გუბერნია. უცხოეთის დაფინანსებით აქვთ მიღებული განათლება პაპუაშვილს, ღარიბაშვილს, კობახიძეს და ბევრ სხვას. ეს არ არის ჩარევა?“- აღნიშნა მანჯგალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია