ანრი ოხანაშვილი - როცა მოსამართლეთა გადაწყვეტილებების საკრიტიკოდ სივრცე არ არსებობს, პერსონიფიცირება და მოსამართლეების გამოყოფა ხდება, რაც სასამართლოში უხეშად ჩარევას ნიშნავს - ამას წერტილი უნდა დაესვას!

როცა მოსამართლეთა გადაწყვეტილებების საკრიტიკოდ სივრცე არ არსებობს, პერსონიფიცირება და მოსამართლეების გამოყოფა ხდება, რაც სასამართლოში უხეშად ჩარევას ნიშნავს - ეს ევროპული სტანდარტი არ არის და ამას წერტილი უნდა დაესვას! - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ნებისმიერი მსჯელობა, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ პიროვნებებს და არა კონკრეტულ საქმეებსა და გადაწყვეტილებებს, პირდაპირ ზეწოლას ნიშნავს.

"ეს სასამართლო სისტემაში ჩარევას ნიშნავს! თუ ვინმეს რაიმე აქვს განსახილველი და რაღაცით შეფასდეს მოსამართლის საქმიანობა, ეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. სტრასბურგის სასამართლომ მათ შორის გახმაურებულ პოლიტიკურ საქმეებზე თქვა, რომ ქართული სასამართლო ყოველ ჯერზე კანონის სრული დაცვითა და ევროპული კონვენციის შესაბამისად მოქმედებდა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება