ლაშა ფარულავა - ჩვენს ემიგრანტებს საშუალება უნდა მიეცეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, მაგრამ ივანიშვილის გუნდი ცხადია, ჩვენს თანამოქალაქეებს ამის საშუალებას არ მისცემს

ჩვენს ემიგრანტებს საშუალება უნდა მიეცეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, მაგრამ ივანიშვილის გუნდი ცხადია, ჩვენს თანამოქალაქეებს ამის საშუალებას არ მისცემს, რადგან სწორედ ივანიშვილის მმართველობის შედეგია, საქართველოს ასიათასობით მოქალაქის ემიგრაციაში წასვლა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ყველა ემიგრანტის ხმა ოპოზიციის მხარეს წავა, რაც ბიძინა ივანიშვილის გუნდისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ჩვენს ემიგრანტებს საშუალება უნდა მიეცეთ, კენჭისყრაში მონაწილეობა თავისუფლად მიიღონ. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები და მათი რაოდენობა გაფართოვდეს. ცხადია, ამისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, თუმცა, იმის გამო, რომ კორუფციული, კლანური მმართველობაა ქვეყანაში, რაც სიღარიბის მთავარი წყაროა, ივანიშვილის გუნდი ცხადია, ამ საკითხს არ გადაწყვეტს და შესაბამისად, ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალებას არ მისცემს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. სწორედ, ივანიშვილის გუნდის და ამ მმართველობის შედეგია, რომ საქართველოს ასიათასობით მოქალაქე ქვეყნიდან წავიდა. ახლა უბრალოდ საშუალებას არ აძლევენ, კონსტიტუციური უფლება გამოიყენონ და ხმა მისცენ მათთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას. ცხადია, ემიგრანტების ყველა ხმა ოპოზიციის მხარეს წავა და ეს ივანიშვილის გუნდისთვის არის საფრთხე“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო