კახა კალაძე - საქართველო არ არის რომელიმე ქვეყნის გუბერნია ან შტატი - ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, გვაქვს კონსტიტუცია და ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს ჩვენს სახელმწიფოებრიობას

როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება წინა წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებული სასამართლო სისტემა დღევანდელი სასამართლო სისტემისგან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ე.წ ვეტინგის სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, არსებობს ძალები, ვისაც აქვს იმის სურვილი, რომ დაიქვემდებაროს სასამართლო და მოსამართლეები.

„როგორც ცა და დედამიწა,ისე განსხვავდება წინა წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებული სასამართლო სისტემა დღევანდელი სასამართლო სისტემისგან. ყველანაირი სტატისტიკით შეიძლება მივიღოთ ამასთან დაკავშირებით პასუხი. პირდაპირ ვთქვათ, არსებობს ძალები, ვისაც აქვს იმის სურვილი, რომ დაიქვემდებაროს სასამართლო, მოსამართლეები და ისინი მართავდნენ ამ ყველაფერს. არა კონსტიტუცია და ქართველი ხალხი, არამედ კონკრეტულად ის პიროვნებები თუ ორგანიზაციები. ყველაფერი ცხადი და ნათელია. ვიცით ყველაფერი, როგორ მოქმედებს ქვეყნებში კამპანიების დაფინანსება, რა უდევს ამას საფუძვლად და რატომ კეთდება ეს ყველაფერი. მგონი, ქართველმა ხალხმაც ყველაფერი უკვე ძალიან კარგად გაანალიზა, კარგად ხვდება და ყველაფერს თავის სახელს არქმევს. საქართველოს გააჩნია კონსტიტუცია და კანონები, რომელსაც პატივს ვცემთ. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, დამოუკიდებელი ქვეყანა და ჩვენმა წინაპრებმა ზუსტად იმისთვის იბრძოლეს, რომ დამოუკიდებლები ვიყოთ. სისხლი დავღვარეთ ამისთვის და, რა თქმა უნდა, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი. საქართველო არ არის რომელიმე ქვეყნის გუბერნია ან შტატი. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, გვაქვს კონსტიტუცია და ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს