კახა კალაძე - რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება მიულოცა - ეს მთელი ქვეყნის გამარჯვებაა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება მიულოცა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„შეიძლება თქვენ არ მოგისმენიათ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებს მიულოცა იმიტომ, რომ ეს მთელი ქვეყნის გამარჯვებაა, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დადეს. ყველაზე მაგარი არის ის, რომ ძალიან ცხელი ზაფხული გველოდება, უნდა ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზეც საქართველოს ეროვნული ნაკრები ღირსეულად წარდგება. ბიძინა ივანიშვილმა მიულოცა, სატელეფონო საუბარი იყო, თუნდაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან“,-განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შანსებს, კახა კალაძე განმარტავს, რომ მოპოვებულ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რასაც კიდევ უფრო მეტი ეფექტი მოჰყვება.

„ეს ეფექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი აქტი, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავედით. ეს რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობის არის, მაგრამ ამას კიდევ უფრო მეტი ეფექტი მოჰყვება დროთა განმავლობაში. წარმოიდგინეთ, რამდენი პატარა, რამდენი ბავშვია, რომელსაც გაუჩნდა უფრო მეტი მოტივაცია, მეტი სურვილი, რომ ფეხბურთელი, სპორტსმენი გამოვიდეს, ეს ყველაფერი თანხვედრაშია. ხელისუფლებამ შესაბამისი ნაბიჯი უნდა გადავდგათ ფეხბურთის ფედერაციასთან, რომ ამ ყველაფერს დავეწიოთ ინფრასტრუქტურით. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი მაგარი პროექტი გაკეთდა, ახალი სტადიონი, ბავშვთა აკადემიები, სპორტული მოედნების დაბრუნება, რომელიც გაყიდული ყო კორპუსების ასაშენებლად, სპორტული სივრცეებისა და რეკრეაციების მოწყობა. ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად გაგრძელდება. ჩვენ მართლა საფეხბურთო ქვეყანა ვარ, გვაქვს ისტორია, წარსული, აწმყო, რაც ძალიან მაგარია და ასევე, მომავალი“,-განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო თანხები შეიძლება გაიზარდოს.

„ევროპის ჩემპიონატზე ყველა ფეხბურთელს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ აჩვენოს საკუთარი თავი, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები. ეს არის პლატფორმა, სადაც მსოფლიოს ყველაზე ძლიერი გუნდი აკვირდება ფეხბურთელებს, უყურებს მათ შესაძლებლობებს და საუკეთესოს ყიდულობს. ვფიქრობ, ჩვენი ფეხბურთელებისთვის ეს ძალიან მაგარი შანსია“,-განაცხადა კალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო