„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შპს ველი ნატახტარი ლუდის საწარმოს აშენებს

საქართველოს ბანკი,“ როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, შპს ველი ნატახტარი ლუდის საწარმოს აშენებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი სოფელ ნატახტარში განხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 4 მილიონი ლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 2.9 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური რესურსი მშენებლობასა და საწარმოს დანადგარებით აღჭურვას მოხმარდება.

„აღნიშნული პროექტი, სოფელ ნატახტარში, 3,000 კვ.მ -ზე ხორციელდება და ის საწარმოს და შემნახველი საწყობის მშენებლობას ითვალისწინებს. საწარმო უმაღლესი ხარისხის, გერმანული დანადგარებით აღიჭურვება და წარმოება გერმანული ტექნოლოგიით წარიმართება. საწარმო საშუალოდ, დღიურად 10 ტონა, ხოლო თვიურად, 250 ტონა ლუდის წარმოებაზეა გათვლილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შპს „ველი ნატახტარის“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, რომან პაიკიძის განცხადებით, შპს „ველი ნატახტარი“ ახლადაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივი ლუდის წარმოებისა და რეალიზაციის მიზნით შეიქმნა.

„შპს „ველი ნატახტარი“ ახალდაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივი ლუდის წარმოებისა და რეალიზაციის მიზნით შეიქმნა. ახალ საწარმოში შესაძლებელი იქნება სრული ციკლის გამართვა, ნედლეულის მიღებიდან ლუდის ჩამოსხმა-შენახვამდე. საწარმოში, როგორც ტრადიციული, ასევე, პასტერიზებული, არაპასტერიზებული, გაუფილტრავი და კრაფტ ლუდის წარმოება იგეგმება, რაც სრულად გერმანული ნედლეულით მოხდება, ისევე როგორც პროცესი, ისიც გერმანული ტექნოლოგიით, ვაინშტეფანის გამოცდილებაზე დაპყრობით და მათთან კონსულტაციით წარიმართება. თავდაპირველად, ბაზარზე ორი ბრენდით ვიქნებით წარმოდგენილი, თუმცა სამომავლოდ საწარმოს გაფართოებასა და ახალი ბრენდების დამატებას ვგეგმავთ“, - განაცხადა რომან პაიკიძემ.

„საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსის, ნინო აფციაურის განცხადებით, „საქართველოს ბანკისთვის“რეგიონების განვითარება და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

“საქართველოს ბანკისთვის“ რეგიონების განვითარება და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით საქართველოში კიდევ ერთი ლუდის საწარმო გაიხსნება, რომელიც უმაღლესი ხარისხის დანადგარებით იქნება აღჭურვილი, ხოლო წარმოება გერმანული ნედლეულითა და სტანდარტებით მოხდება, რაც ლუდის წარმოებას კიდევ უფრო მეტად განავითარებს. ასევე, მიგვაჩნია რომ ადგილობრივი წარმოება კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, გაზარდოს კონკურენცია, და შესაბამისად, წაახალისოს კონკურენტული ფასის წარმოქმნა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას“, - განაცხადა ნინო აფციაურმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში