დიმიტრი პესკოვი - „ჰავანას სინდრომის“ შემთხვევებთან რუსეთის კავშირის შესახებ ბრალდებები უსაფუძვლოა

რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის მიმართ ბრალდებები „ჰავანას სინდრომის“ შემთხვევებთან მისი კავშირის შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

„მოგეხსენებათ, რომ ეს სულაც არ არის ახალი თემა, მრავალი წლის განმავლობაში პრესაში განიხილებოდა ეგრეთ წოდებული „ჰავანას სინდრომის“ თემა და ყველაზე ხშირად ის თავიდანვე რაღაცნაირად უკავშირდებოდა რუსული მხარის დადანაშაულებას. მაგრამ არასოდეს არავის არ გამოუქვეყნებია ან გამოუთქვამს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება ამ უსაფუძვლო ბრალდებების შესახებ, ასე რომ ეს ყველაფერი სხვა არაფერია თუ არა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებები, უსაფუძვლო ბრალდებები“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რომელიც The Insider-ის, ამერიკული ტელეარხ CBS News-ის გადაცემა „60 წუთის“ და გერმანული ყოველკვირეული გაზეთის, Der Spiegel-ის ჟურნალისტებმა ჩაატარეს, ე.წ. „ჰავანის სინდრომის“ შემთხვევები, რომელიც ამერიკელ დიპლომატებს, მათი ოჯახის წევრებს, ოფიციალურ პირებსა და დაზვერვის ოფიცრებს გამოუვლინდათ, სავარაუდოდ, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ყოფილი გრუ - რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს) მთავარი დირექტორატის ქვედანაყოფ 29155-ის თანამშრომლების საიდუმლო ოპერაციის შედეგია.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს