შალვა პაპუაშვილი საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მალიკ მურზალინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა დღევანდელ კომპლექსურ მსოფლიოში საერთაშორისო სამართლის პატივისცემის მნიშვნელობას.

„მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. აღინიშნა მზარდი დინამიკა ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით. ამასთანავე, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე „შუა დერეფნის" როლის ზრდის ფონზე.

აგრეთვე, ელჩი შალვა პაპუაშვილს უკანასკნელ წლებში ყაზახეთში განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა.

მხარეებმა განიხილეს შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის დაგეგმილი ვიზიტი ყაზახეთში. ელჩის თქმით, აღნიშნული ოფიციალური ვიზიტი ისტორიული მნიშვნელობის იქნება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებას ახალ სტიმულს მისცემს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება