ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი უკრაინას ეწვევა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ახალი კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი პირველი სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

„უფრო გადაუდებელს ვერაფერს წარმოვიდგენ, ვიდრე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგებთან გამკლავებაა, რამაც ადამიანების საშინელი ტანჯვა და ნგრევა გამოიწვია“, - განაცხადა მაიკლ ო’ფლაერტიმ.

ასევე, კომისარმა ის სფეროები დაასახელა, სადაც ადამიანის უფლებები უფრო ძლიერ დაცვას საჭიროებს, მათ შორის კლიმატის კრიზისი, ხელოვნური ინტელექტის მართვა, გამოხატვის თავისუფლება, მიგრაცია და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევების ზრდა.

ცნობისთვის, მაიკლ ო’ფლაერტი, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თანამდებობაზე 24 იანვარს აირჩია, მოვალეობის შესრულებას დღეს შეუდგა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს