დავით უსუფაშვილი - „ოცნების“ სტრატეგია ახლა ასეთია, რომ რაღაცები „მოციცქნონ“, რათა საარჩევნო მდგომარეობა ცოტათი გაიუმჯობესონ, ვითომ ახლა წაიკითხეს „გირჩის“ პროექტი, ახლავე დაეთანხმნენ და ხმა მისცეს

ჩემი კითხვა უმრავლესობისადმი: გასაგებია, რომ თქვენ გსურთ პარლამენტსა და მოსახლეობას შორის კავშირი არ გაწყდეს, მაშინ სად წერია ამ კანონში მსგავსი რამე?, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა “ქართული ოცნების“ იმ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვით, საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, თუ დელეგატის მთავარი ფუნქცია ხალხთან ურთიერთობაა, დელეგატობა არჩევნების წესით უნდა განისაზღვროს და არა ნებაყოფლობითად.

„რატომ არის სიტყვა დელეგატის დამატება საჭირო? როგორც „ქართული ოცნება“ გვეუბნება, პარლამენტის წევრი ისე იქნება პარლამენტის წევრი, როგორც მანამდე. მათ არანაირი უფლება არ ემატებათ სიტყვა დელეგატით. თქვეს, რომ უნდათ, თითქოს მაჟორიტარულის სისტემის გაუქმების შემდეგ მოსახლეობა „უპატრონოდ“ არ დარჩეთ. ანუ, ჰყავდათ ვინმე კონკრეტული, ვისაც პრობლემების მოსაგვარებლად მიაკითხავენ.

ჩემი კითხვა უმრავლესობისადმი - გასაგებია, რომ თქვენ გსურთ პარლამენტსა და მოსახლეობას შორის კავშირი არ გაწყდეს, მაგრამ მაშინ სად წერია ამ კანონში მსგავსი რამე? თუ მოსახლეობაზე ვზრუნავთ, რომ მათ საკონტაქტო პირი ჰყავდეთ, მაშინ დელეგატობა ნებაყოფლობითი რატომ არის და არა არჩევითი?“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გარდა ამისა, „ლელოს“ დეპუტატმა საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

მისი თქმით, მთავრობის ახლანდელი გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო „გირჩის“ პროექტს ხმა მისცეს, არა პოლიტიკა, არამედ საძალაუფლებო ბერკეტებით მანიპულირებაა.

„არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მმართველი პარტია მოიცლის, ამბებს შეატრიალებს და შემოატრიალებს, თვალთმაქცობს, ამბობს, რომ „გირჩთან“ რაღაცაზე შეთანხმდა. ამ დონის თვალთმაქცობა რაში სჭირდება მმართველ პარტიას, რომელსაც უმრავლესობა განაღდებული აქვთ? მათი სტრატეგია ახლა ასეთია, რომ რაღაცები მოციცქნონ ყველგან იმისთვის, რომ საარჩევნო მდგომარეობა ცოტათი გაიუმჯობესონ. ვითომ ოცნებამ ახლა წაიკითხა „გირჩის“ პროექტი, ახლავე დაეთანხმა და ხმა მისცა. ეს არ არის პოლიტიკა, ეს საძალაუფლებო ბერკეტებით მანიპულირებაა“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის