მოსკოვის სასამართლომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმაში ეჭვმიტანილ მეათე პირს პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის სასამართლომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმაში ეჭვმიტანილ მეათე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ 22 მარტს საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის საქმეზე მეათე ეჭვმიტანილს 22 მაისამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსკოვის სასამართლოს ცნობით, ეჭვმიტანილი სახელად იაკუბჯონი იუსუფზოდა ტაჯიკეთის მოქალაქეა.

გამოძიების ინფორმაციით, მან თავდასხმის ერთ-ერთ სავარაუდო მონაწილეს პირადი საბანკო ბარათით თანხა გადაურიცხა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება