გაერო-ში ირანის მისია - თეირანს უფლება აქვს, ისრაელის მიერ საკონსულოზე განხორციელებულ თავდასხმას უპასუხოს

ირანი იტოვებს უფლებას, გადამწყვეტი პასუხი გასცეს ისრაელის მიერ დამასკოში საკონსულოზე განხორციელებულ თავდასხმას, - ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც გაერო-ში ირანის მუდმივმა მისიამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანსა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს გაუგზავნა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ისრაელს მომხდარის შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა იტოვებს ლეგიტიმურ, განუყოფელ უფლებას, საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების ფარგლებში, გადამწყვეტი პასუხი გასცეს ასეთ გასაკიცხ ქმედებას“, - აღნიშნულია წერილში.

ირანმა ასევე მოუწოდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს, მკაცრად დაგმოს ისრაელის მიერ დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმა და მიიღოს ზომები, მათ შორის სასწრაფოდ მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა. ირანელი დიპლომატების თქმით, უშიშროების საბჭოს ზომები მიმართული უნდა იყოს ამ დანაშაულში პასუხისმგებელი პირების დაუყოვნებლივ დასჯაზე.

შეგახსენებთ, გუშინ სირიაში, ირანის საკონსულოს შენობაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ირანი თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს. ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი აცხადებს, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად 7 მისი წევრი დაიღუპა, მათ შორის

მეთაური, გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს