World Central Kitchen-მა, რომლის 7 წევრი ისრაელის თავდასხმას ემსხვერპლა, რეგიონში მუშაობა შეაჩერა

World Central Kitchen-მა, რომლის 7 წევრი ისრაელის თავდასხმას ემსხვერპლა, რეგიონში მუშაობა შეაჩერა.

„ჩვენ მალე მივიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენი საქმიანობის მომავალთან დაკავშირებით“, - ნათქვამია არაკომერციული ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ერინ გორის თქმით, შეძრწუნებულია მათი თანამშრომლების დაღუპვის გამო, რომლებიც „ისრაელის თავდაცვის ძალების მიზანმიმართულ თავდასხმას ემსხვერპლნენ“. მისი განმარტებით, თავდასხმის დროს World Central Kitchen-ის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ ავტომობილით, რომელზედაც ორგანიზაციის ლოგო იყო გამოსახული.

„ეს არ არის მხოლოდ World Central Kitchen-ზე თავდასხმა, ეს არის თავდასხმა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებზე, რომლებიც ჩნდებიან ყველაზე მძიმე სიტუაციებში, როდესაც საკვები გამოიყენება ომის იარაღად. ეს უპატიებელია“, - აღნიშნა ერინ გორმა.

World Central Kitchen-ის ინფორმაციით, თავდასხმას მათი გუნდის 7 წევრი ემსხვერპლა, რომლებიც ავსტრალიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, კანადისა და პალესტინის მოქალაქეები არიან.

ცნობისთვის, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 5 დაღუპულის შესახებ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს