ქუთაისში, 3 აპრილს, დასაქმების ფორუმი გაიმართება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქუთაისში, 3 აპრილს, დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოს მაძიებლებს, ერთიან სივრცეში შესაძლებლობა ექნებათ, 35-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდნენ და 350 -ზე მეტ ვაკანსიას გაეცნონ.

„ფორუმზე ვაკანსიები წარმოდგენილი იქნება: საბანკო, საფინანსო, საოფისე, სამედიცინო და აიტი სფეროებიდან, ასევე - საწარმო, რითეილის, გაყიდვების, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიის მიმართულებით.

გარდა დასაქმების შესაძლებლობისა, პირველად, ქუთაისის ფორუმის ფარგლებში, მოეწყობა საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხე, სადაც ადგილობრივი უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები, ახალგაზრდებს, საკუთარ სასწავლო პროგრამებსა და ფაკულტეტებს გააცნობენ.

ღონისძიების მიზანია მოქალაქეებისთვის დასაქმების შესაძლებლობის გამარტივება და ხელშეწყობა, ხოლო კომპანიებისთვის - კვალიფიციური კადრების მოძიებაში დასაქმება.

ქუთაისის დასაქმების ფორუმი, 3 აპრილს, 14:00 დან – 16:00 საათამდე გაიმართება. მისამართი: სასტუმრო „ქუთაისი ინნ“, დ. აღმაშენებლის 2. (100 კიბესთან)

დასაქმების სახელმწიფო სააგენტო, დასაქმების ფორუმებს მუდმივად მართავს, თბილისსა და რეგიონებში. შემდეგი მასშტაბური ფორუმი, ტურისტული სეზონის სამზადისთან ერთად, ბათუმში გაიმართება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია