ბექა ოდიშარია - ბებია და ბაბუა შვილიშვილს რომ ფულს აძლევენ, იმასაც კი აქვს მიზნობრიობა - დიდძალი თანხები გამოყოფილია ლგბტ პროპაგანდისთვის და ხელისუფლების გადატრიალებისთვის

ბებია და ბაბუა შვილიშვილს რომ ფულს აძლევენ, იმასაც კი აქვს მიზნობრიობა, ან ტკბილეულის საყიდლად, ან ნაყინის და როგორ წარმოგიდგენიათ მრავალი მილიონი იქნა თურმე, გადმორიცხული იმისათვის, რომ ნიკა გვარამიამ იგრძნოს თავი წყალში, როგორც თევზმა - დიდძალი თანხები გამოყოფილია ლგბტ პროპაგანდისთვის და ხელისუფლების გადატრიალებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ “მთავარი არხის“ გრანტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საოცარი ოქსიმორონია იმის თქმა, რომ გრანტი მიზნობრიობის გარეშე არის გამოყოფილი.

„მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს, რომ საკუთარი სუვერენული ინტერესები დაიცვას უცხო ქვეყნის გავლენისაგან. ჩვენი სახელმწიფო რატომღაც აღმოვჩნდით დაბალი ღობე და ჩვენს მიერ ინიცირებული ამერიკული „ფარას“ ქართული პლაგიატი მონათლეს რუსულად. ამაში დაეხმარნენ მათ, რა თქმა უნდა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ეს ძალიან საწყენია. ეს გამოიყენა მე-5 კოლონამ თავისი დღის წესრიგის გასამყარებლად და რაც მთავარია, მათთან აფილირებულო NGO-ების უზარმაზარი სახსრების დასაფარად, რასაც ახერხებენ კიდეც. თქვენ ხედავთ, რომ ნიკა გვარამიამ თავად დაადასტურა, რომ არის ლგბტ პროპაგანდის დასაფინანსებლად გამოყოფილი ძალიან დიდი თანხა, ხელისუფლების გადასატრიალებლად, დებოშის და ყოველგვარი ქაოსის მოსაწყობად. საოცარი ოქსიმორონია იმის თქმა, რომ არის გრანტი გამოყოფილი მიზნობრიობის გარეშე. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ მივირთმევთ ყავას მიზნობრიობის გარეშე. მე წარმოდგენაც კი მიჭირს რამდენად არიან გათავხედებულები, რომ პირდაპირ შავზე თეთრს ამბობენ და ამბობენ, რომ გრანტი შეიძლება იყოს მიზნობრიობის გარეშე. ბებია და ბაბუა შვილიშვილს რომ ფულს აძლევენ, იმასაც კი აქვს მიზნობრიობა, ან ტკბილეულის საყიდლად, ან ნაყინის და როგორ წარმოგიდგენიათ მრავალი მილიონი იქნა თურმე, გადმორიცხული იმისთვის, რომ ნიკა გვარამიამ იგრძნოს თავი წყალში, როგორც თევზმა. ეს წარმოუდგენელია”, - განაცხადა ოდიშარიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება