შალვა პაპუაშვილი ხატია დეკანოიძის „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნების შესახებ ინფორმაციაზე - სად წასულან „ნაციონალური მოძრაობიდან“ ახლა რომ უკან ბრუნდებიან? - ამ ყველაფერს იუმორით უყურეთ

სად წასულან „ნაციონალური მოძრაობიდან“ ახლა რომ უკან ბრუნდებიან? -ამ ყველაფერს იუმორით უყურეთ. საზოგადოებამ იცის, რომ ცალ მხარეს არის „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სექტორებით, დანაყოფებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრუნდება.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სტრუქტურას იცვლიან, ამორფულად მოძრაობენ.

„როგორ არის ეს გასაკვირი? სად წასულან „ნაციონალური მოძრაობიდან“ რომ ახლა უკან ბრუნდებიან? სახელების გადარქმევა და ნიღბების გაკეთება, თითქოს დღეს ვარ „ნაციონალური მოძრაობა“, ხვალ არა და ზეგ ვარ, ეს ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ ნახა. ამას არავინ იჯერებს. ამ ყველაფერს იუმორით უყურეთ. საზოგადოებამ იცის, რომ ცალ მხარეს არის „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სექტორებით, დანაყოფებით. სტრუქტურას იცვლიან, ამორფულად მოძრაობენ. საბოლოოდ, ეს არის ერთი ორგანიზმი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება