გიორგი ვაშაძე უმრავლესობას - თქვენ რომ 600 ლარი გქონდეთ ხელფასი, თავს დასაქმებულად ჩათვლიდით? შეძლებდით ოჯახის შენახვას?! - თქვენ მდიდრდებით - ხალხი ღარიბდება

კითხვას ვუსვამთ უმრავლესობის წევრებს, თქვენ რომ 600 ლარი გქონდეთ ხელფასი, თავს დასაქმებულად ჩათვლიდით?! შეძლებდით ოჯახის შენახვას?! შეძლებდით ელემენტარულად სახლში, ბავშვებისთვის საჭმელი მიგეტანათ?! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 800 000-ზე მეტი ჩვენი თანამემამულე ემიგრაციაში სწორედ მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობების გამო წავიდა.

"კითხვას ვუსვამთ უმრავლესობის წევრებს, თქვენ რომ 500-600 ლარი გქონდეთ ხელფასი, თქვენ თავს ჩათვლიდით დასაქმებულად?! 150 000-ზე მეტ ადამიანს, ვისაც თქვენ დასაქმებულად თვლით, ხელფასი აქვს 600 ლარამდე. 260 000-ზე მეტი ადამიანი უმუშევრად გყავთ რეგისტრირებული. ამ პირობებში, კითხვას ვსვამ - რას აკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას ქვეყანაში?! რატომ არის ასეთი კატასტროფული უმუშევრობა?! რატომ არის ასეთი დაბალი ხელფასები?! უმუშევრებს უნდა მივათვალოთ ყველა ის ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი დაბალი ხელფასი, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს გაზრდილი ფასების პირობებში არ შეუძლიათ საკუთარი ოჯახები შეინახონ. კიდევ ერთხელ მინდა კითხვა დავუსვა უმრავლესობის წევრებს და ნუ საუბრობენ სხვა უამრავ საკითხზე, კონკრეტულად პასუხი გაგვცენ - თქვენ, რომ გქონდეთ 600 ლარი ხელფასი, თქვენ თავს ჩათვლიდით დასაქმებულად?! შეძლებდით ოჯახის შენახვას?! შეძლებდით ელემენტარულად სახლში, ბავშვებისთვის საჭმელი მიგეტანათ?! ამიტომ არის რომ ამდენი ადამიანი ემიგრაციაში მიდის. 800 000-ზე მეტი ჩვენი თანამემამულე ემიგრაციაში წავიდა. სწორედ ამიტომ არის, რომ ასეთი მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონი გვაქვს ქვეყანაში. ეკონომიკა იზრდებაო, რომ იძახით ვისთვის იზრდება ეს ეკონომიკა?! თქვენ მდიდრდებით - ხალხი ღარიბდება. ფაქტია, რომ შემოსავლები, რომლებიც აქვს საქართველოს მოქალაქეებს, ვერ უზრუნველყოფს ამ გაზრდილი ფასების პირობებში ნორმალურ და ადეკვატურ ცხოვრებას. ამიტომ დღევანდელ სესიაზე, გვინდა კონკრეტულად გაგვცეთ პასუხები შეკითხვაზე: თქვენ რომ გქონდეთ 600 ლარი ჩათვლიდით თავს დასაქმებულად?! ან იმ ადამიანებმა, ვისაც ასეთი დაბალი ხელფასი აქვთ უნდა ჩათვალონ საკუთარი თავი დასაქმებულად?! რას აკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკა იყოს ყველასთვის და არა ერთეულებისთვის ქვეყანაში. რომ მდიდრდებოდეს არა ერთეულები, არამედ ყველა ადამიანზე აისახებოდეს ეკონომიკური ზრდა, თუ არის ზოგადად ქვეყანაში”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია